დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა
წესები და პირობები – დაბრუნება და გაცვლა
მოვაჭრე: შპს „ქულ გაჯეტი”
საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 406489303
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36
დაბრუნება და გაცვლა
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ვადის ათვლა ხდება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებიდან;
- საქონლის ნასყიდობის შემთხვევაში – საქონლის მიღებიდან;
- ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას – ბოლო ნივთის მიღებიდან;
- რეგულარული მიწოდებისას – პირველი ნივთის მიღებიდან.
დაბრუნების პირობები
- მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს დაბრუნების ფორმა და გამოაგზავნოს ელფოსტაზე: sales@coolgadget.ge
- საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- დაბრუნების პირდაპირ ხარჯს ფარავს მომხმარებელი.
თანხის დაბრუნება
თანხის დაბრუნება ხდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე გადახდის მეთოდით.
გამონაკლისები
ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული და 30 ლარამდე ღირებულების საქონელი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან დაუძლეველი ძალის გარემოებების არსებობისას.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: sales@coolgadget.ge
ტელეფონი: +995 555 533 643
ინფორმაცია განახლებულია: 12.06.2026