წესები და პირობები – დაბრუნება და გაცვლა

მოვაჭრე: შპს „ქულ გაჯეტი”
საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 406489303
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36

დაბრუნება და გაცვლა

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ვადის ათვლა ხდება:

  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებიდან;
  • საქონლის ნასყიდობის შემთხვევაში – საქონლის მიღებიდან;
  • ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას – ბოლო ნივთის მიღებიდან;
  • რეგულარული მიწოდებისას – პირველი ნივთის მიღებიდან.

დაბრუნების პირობები

  • მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს დაბრუნების ფორმა და გამოაგზავნოს ელფოსტაზე: sales@coolgadget.ge
  • საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დაბრუნების პირდაპირ ხარჯს ფარავს მომხმარებელი.

თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება ხდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე გადახდის მეთოდით.

გამონაკლისები

ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული და 30 ლარამდე ღირებულების საქონელი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

ფორს-მაჟორი

მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან დაუძლეველი ძალის გარემოებების არსებობისას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: sales@coolgadget.ge
ტელეფონი: +995 555 533 643

ინფორმაცია განახლებულია: 12.06.2026