წესები და პირობები
მოვაჭრე: შპს „ქულ გაჯეტი”
საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 406489303
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36
ელ. ფოსტა: sales@coolgadget.ge
ტელეფონი: +995 555 533 643
მოვაჭრის ვალდებულებები
- მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მიწოდებულ აღწერას და აქვს იგივე თვისებები, რომლებიც წარდგენილ ნიმუშს ჰქონდა.
- აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზეც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადებისას აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.
კანონისმიერი გარანტია
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (უსასყიდლო შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა – ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, შეკეთება – არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა).
- უსასყიდლო შეკეთება/შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა საჭირო ხარჯის (ფოსტა, სამუშაო ძალა, მასალები) გაწევას.
- მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ამ უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ ნაკლი მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოჩნდა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა მიწოდებისას (მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება).
შეკვეთის მიღება და გადახდა
- ნივთის შეძენა შესაძლებელია თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით ან კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით.
- მოვაჭრე თანხის ჩარიცხვიდან არაუმეტეს ორი დღისა უზრუნველყოფს შეკვეთის დამუშავებას; მიწოდების ვადა არ აღემატება დამუშავებიდან 5 სამუშაო დღეს.
- შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის ჩაბარებისთანავე.
- მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა უქმდება და მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა.
- მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს ნივთის შემოწმება.
ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული) გარემოებებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ. ფოსტა: sales@coolgadget.ge
ტელეფონი: +995 555 533 643
ინფორმაცია განახლებულია: 17.06.2026