წესები და პირობები – დაბრუნება და გაცვლა

მოვაჭრე: შპს „ქულ გაჯეტი”
საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 406489303
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36

დაბრუნება და გაცვლა

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ვადის ათვლა ხდება:

  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებიდან;
  • საქონლის ნასყიდობის შემთხვევაში – საქონლის მიღებიდან;
  • ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას – ბოლო ნივთის მიღებიდან;
  • რეგულარული მიწოდებისას – პირველი ნივთის მიღებიდან.

დაბრუნების პირობები

  • მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს დაბრუნების ფორმა და გამოაგზავნოს ელფოსტაზე: sales@coolgadget.ge
  • საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დაბრუნების პირდაპირ ხარჯს ფარავს მომხმარებელი, გარდა ნაკლიანი ან დაზიანებული საქონლისა.

თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება ხდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე გადახდის მეთოდით.

გამონაკლისები

ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული, მალფუჭებადი, ჰერმეტული და 30 ლარამდე ღირებულების საქონელი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

ფორს-მაჟორი

მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან დაუძლეველი ძალის გარემოებების არსებობისას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: sales@coolgadget.ge
ტელეფონი: +995 555 533 643

ინფორმაცია განახლებულია: 12.06.2026